შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
ცნობით, თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის
ნაკადი გადაადგილდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის
გავლით,
ხოლო დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი -
ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე- გომის მიმართულებით.
,,შემოვლით გზებზე სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო მოძრაობას საპატრულო
პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ და საჭიროების შემთხვევაში მძღოლებს
დახმარებას უწევენ.''
- აღნიშნულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
რიკოთზე ქვათაცვენის გამო სამგზავრო ტრანსპორტის გადაადგილება
13 აპრილიდან აღდგება.