ახალი ამბები
ახალგაზრდებს იწვევენ მონაწილეობის მისაღებად პროექტში:,,ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა''
„საზოგადოება ბილიკი“ პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ ფარგლებში აცხადებს მონაწილეების მიღებას ტრენინგ კურსზე.

მონაწილეობა შეუძლიათ 15-დან 35 წლამდე გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც:

- იზრდებიან ალტერნატიული ზრუნვის სისტემაში ან აქვთ ასეთი გამოცდილება;
- არიან მარტოხელა, ან ძალიან ახალგაზრდა მშობლები;
- აქვთ კანონთან კონფლიქტი;
- აქვთ ძალადობის გამოცდილება
- არიან იძულებით გადაადგილებული პირები;
- არ არიან დასაქმებული;
- აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები;
- არიან სოციალურად დაუცველი პირები.

პროგრამაში გათვალისწინებულია, რომ ჩართულთა 50% უნდა შეადგინონ გოგონებმა და ქალებმა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ რეგისტრაციის ბმული:

პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდების ინდივიდუალური ინტერესების და შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას, ადგილობრივ შრომის ბაზარზე სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობის გაზრდას, დასაქმებასა და თვითდასაქმებაში მხარდაჭერას.

პროექტი "Vibes for Youth" ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის SOS-Kinderdörfer weltweit ფინანსური მხარდაჭერით თბილისში, გორსა და თელავში ,,საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის’’, ,,კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის’’, "საზოგადოება ბილიკისა"და ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის’’ ერთობლივი პარტნიორობით.“

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ : 599 53 40 45, ან მობრძანდით "საზოგადოება ბილიკის" ოფისში, გორი, რუსთაველის ქუჩა #19ა.
Print