ახალი ამბები
თვითმხილველი ყვება, თუ როგორ დააკავეს რუსმა სამხედროებმა 35 წლის მწყემსი მეჯვრისხევში
დღეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

თვითმხილველების თქმით, დაკავებულია 35 წლის გიორგი ტერაშვილი, რომელიც ორ თანასოფლელთან ერთად, საქონელს აბალახებდა,

"დღის პირველის ნახევარი იყო დაახლოებით. ძროხები გადავიდნენ იქით, სამნი ვიყავით ჩვენ. ძროხები საოკუპაციო ზოლს გადასცდნენ და ერთერთი მათ გადაჰყვა. შემდეგ მოვიდა 4 რუსი ჯარისკაცი და წაიყვანეს. ჯარისკაცები შეიარაღებულები იყვნენ და ძაღლი ყავდათ. ფაქტს მეც შევესწარი, ახლოს ვიყავი და დავინახე ისინი, ამიტომ გამოვედი აქეთ, რომ მეც არ დავეჭირე. ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა მხოლოდ დააკავეს და წაიყვანეს. "- ამბობს თანასოფლელი.

აღნიშნული შემთხვევის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი.
Print