ახალი ამბები
გორი-უფლისციხე-დოესის გზაზე კამერები მუშაობს - ჩივიან კასპის სოფლებში
გორი-აზნეფთის გზაზე დამონტაჟებული კამერები ჩაირთო.

სათვალთვალო კამერების წყალობით, რომლებსაც სექციური სიჩქარის კონტროლის ფუნქცია გააჩნიათ, მძღოლები უკვე დააჯარიმეს.

დაჯარიმების შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ. ხოვლის, დოესის, ზემო ხანდაკისა და კასპის სხვა დანარჩენი სოფლების ჯგუფში ეს თემა აქტიურად განიხილება.

სიჩქარე კონტროლდება სოფლების: ხიდისთავსა და უფლისიციხის გადასახვევს შორის; შემდეგი მონაკვეთია უფლისციხის გადასახვევი და დოესი..

Print