დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, იმ სოფლებში, რომელიც უშუალოდ
ცხინვალის რაიონს ეკუთვნის, სკოლა 23-მა მოსწავლემ დაამთავრა.
აქედან სოფელ ხელჩუაში, რომელიც ზარდიანკარს ეკუთვნის სკოლა 1-მა
მოსწავლემ დაამთავრა.
ცხინვალის რაიონის დანარჩენ სკოლებში სტატისტიკა ასეთია:
დმენისის საშუალო სკოლაში 5 მოსწავლე, წუნარში (ხეთაგუროვო)- 6;
სათიხარში - 3, რუსთავში, არცევში, ღრომსა და ბიყარში სკოლებში 2-2-მა
დაამთავრა.
რაც შეეხება სოფელ ზარის საშუალო სკოლას, აქ წელს კურსდამთავრებულები
არ არიან.
მედია ასევე ავრცელებს მონაცემებს ჯავის რაიონის სკოლების შესახებ.
სულ რაიონში სწავლა 40-მა მოსწავლემ დაამთავრა, აქედან უშუალოდ დაბაში
13 კურსდამთავრებულია. ხოლო სოფელ ლესურაში (იგივე კიროვში) სკოლა
ერთმა მოსწავლემ დაამთავრა.