ახალი ამბები
,,დიდება ომის მონაწილეებს'' - სკვერი ქვემო ხანდაკში
ასე გამოიყურება სკვერი, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკში მდებარეობს.

ფოტოები ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გამოგვიგზავნეს. მათი ინფორმაციით, სოფელში არ არის ნორმალური დასასვენებელი სივრცე.

მოსაწესრიგებელია ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული სკვერიც. ასევე, დამსვენებლები იტყობინებიან, რომ სოფელში არ არის ნაგვის ურნები.

გასულ წელს კასპის მერი ვახტანგ მაისურაძე აცხადებდა, რომ ყველა სოფელში კონტეინერი ვერ დაიდგმება, რადგან ურნების დასაცლელი, საკმარისი შესაბამისი ტექნიკა არ გააჩნიათ.

Print