გორელმა დავით კლდიაშვილმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე აბსოლუტური
პირველი შედეგი აჩვენა მათემატიკაში.
მან ამ წარმატებას ჟაუტიკოვის მე-20 საერთაშორისო ოლიმპიადაზე
მიაღწია, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ჩატარდა.
დავით კლდიაშვილი კომაროვის სკოლაში სწავლობს.
მე-20 საერთაშორისო ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა სულ
ოქროს 2, ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 3 მედალი მოიპოვეს.
გუნდი ოლიმპიადიდან მე-2 საპრიზო ადგილით (რეიტინგით მე-4 შედეგი)
დაბრუნდა.
ინდივიდუალურ შეჯიბრში მონაწილეობდა 700-მდე მოსწავლე. ოლიმპიადაზე
მონაწილეობა მიიღო 15 სახელმწიფოს 100 - ზე მეტმა გუნდმა.
კომაროვის სკოლის გუნდის შემადგენლობა: ლიდერები: თეიმურაზ კალატოზი,
ლუკა მაჭარაშვილი.
გუნდის შემადგენლობა: დავით კლდიაშვილი, გიორგი კეკენაძე, მირზა
შანიძე, ლუკა თვალავაძე, თორნიკე ცაძიკიძე, საბა ფერაძე, ნინო
ჩხაიძე.
ინდივიდუალურ შეჯიბრში სკოლის მოსწავლეების შედეგები:
დავით კლიდიაშვილი - მათემატიკა, ოქროს მედალი
გიორგი კეკენაძე - მათემატიკა, ვერცხლის მედალი
მირზა შანიძე - მათემატიკა, ბრინჯაოს მედალი
ლუკა თვალავაძე - ფიზიკა, ოქრო მედალი
თორნიკე ცაძიკიძე, ფიზიკა, ვერცხლის მედალი
საბა ფერაძე, ინფორმატიკა-ბრინჯაოს მედალი
ნინო ჩხაიძე- ინფორმატიკა, ბრინჯაოს მედალი