ახალი ამბები
,,მიზანი დაახლოება და გაერთიანებაა'' - ბელარუსში დე-ფაქტო რესპუბლიკების მაშველები მიიწვიეს
19 იანვარს ბელარუსის მაშველის დღესთან დაკავშირებით ტურნირი გაიმართა, სადაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკების გადაუდებელი სიტუაციების სამინისტროების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი.

ტურნირის ფარგლებში მონაწილე გუნდები აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან, ერთმანეთს — მინი-ფეხბურთში, ფრენბურთში, სახანძრო სპორტის სხვა სახეობებსა და ბაგირის გადაწევაში შეეჯიბრნენ.

როგორც სააგენტო "რესის" სტატიაში ვკითხულობთ: "ტურნირის მიზანი მონაწილე დელეგაციების დაახლოება და გაერთიანებაა, რომელიც გახდება საფუძველი ურთიერთობისა და თანამშრომლობის მონაწილე მეგობარ ქვეყნებს შორის, აწ უკვე მეოცე წელია."

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. გადაუდებელი სიტუაციების სამინისტროს მინისტრის მოადგილის ალან ზახაროვის განცხადებით:

"სამხრეთ ოსეთის გუნდმა ბაგირის გადაწევაში მესამე ადგილი, მინი-ფეხბურთში — მეხუთე, ხოლო სახანძრო სპორტში მეექვსე ადგილი დაიკავა. ჩვენ მოქმედ ჩემპიონებს ვუწევდით მეტოქეობას და მათი 80% სპორტის ოსტატის წოდებას ატარებს, თუმცა ჩვენმა გუნდმა მაინც ძალიან კარგი შედეგი აჩვენა."

დე-ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლებმა ასევე მიიღეს მიწვევა ბრიკსის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთის ორგანიზაცია) ქვეყნების თამაშებზე, რომელიც 11-23 ივნისს რუსეთში, ყაზანში გაიმართება.
Print