ახალი ამბები
გორის ,,ახალბაღის'' პარკში სამშენებლო სამუშაოები დასრულდა
გორში, ახალბაღის პარკში სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

8.9 მლნ-იანიანი პროექტის განხორციელება 3 წლის წინ დაიწყო. შესყიდვების სააგენტოს ცნობით, კომპანია ,,ავარდს'' 8,2 მლნ ლარი უკვე გადაურიცხეს.

სამუშაოები 2021 წლის ივნისში დაიწყო და 2022 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ 220-ს მიაღწია.

ამ ეტაპზე შესრულებული სამუშაოებთან დაკავშირებით ექსპერტიზა ტარდება. საბოლოო ანგარიშის შემდეგ, პარკი მერიას გადაეცემა.
Print