ახალი ამბები
მოზარდის გაუპატიურების, გარყვნილი ქმედების და მუქარის ფაქტზე ხაშურში 51 წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
გაუპატიურების, გარყვნილი ქმედების და მუქარის ფაქტზე ხაშურში 51 წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

დაზარალებულია 16 წლის ასაკს მიუღწეველი ბიჭი.

გამოძიების ვერსიით,  ბრალდებულმა მოზარდი გააუპატიურა, მასზე ფიზიკურად იძალადა და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (მუქარა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print