ახალი ამბები
ცხინვალში ქალს ესროლეს, შემდეგ კი შვილები წაართვეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში სამართალდამცველები 41 წლის ასაკის მამაკაცს ეძებენ, რომელმაც 31 იანვარს ყოფილი მეუღლე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ფეხში დაჭრა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ყოფილმა მეუღლემ ქალს, იარაღის მუქარით, ორი მცირეწლოვანი შვილი სახლიდან გასტაცა.

დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სააგენტო ,,რესის'' ცნობით, ბავშვები მილიციამ იპოვა, თუმცა მამაკაცი გაუჩინარებულია და ეძებენ.
Print