ახალი ამბები
გამოკითხულ პედაგოგთა 82% აცხადებს, რომ სკოლაში მოსწავლეთა ბულინგის შემთხვევებს შესწრებია - კვლევა
გამოკითხულ პედაგოგთა 82.5% აცხადებს, რომ სკოლაში შესწრებია ბულინგის შემთხვევებს. ამის შესახებ სტატია გორის უნივერსიტეტის 2023 წლის სამეცნიერო ჟურნალშია გამოქვეყნებული.

კვლევა ჩაატარა ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ხატია გოგალაძემ. სტატიაში არაა დაკონკრეტებული, თუ რომელ სკოლებში ჩატარდა გამოკითხვა.

სასკოლო კვლევის ფარგლებში 46 რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა. უმრავლესობა მათგანი იყვნენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მომუშავე პედაგოგები.

კვლევის მიხედვით, 77.5% ასახელებს, რომ ბულინგის შემთხვევებს თვეში ერთხელ შესწრებია, ხოლო 5% - კვირაში ერთხელ. 15% პროცენტი კი არასოდეს შესწრებია.

როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა? პედაგოგთა 85% - მა თქვა, რომ ბულერი უნდა დაისაჯოს და ავუხსნათ რატომ ისჯება, 15% ასახელებს, რომ არ უნდა დაისაჯოს, საუბარიც საკმარისია.

90% არ აქვს კონტაქტი სოციალურ მუშაკთან. 10% კი აქვს კონტაქტი.

84,52% სახელებს, რომ სკოლებში მოსწავლეებს შორის ხდება ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო ურთიერთობების შესახებ, 2,55% ასახელებს, რომ ხდება ცნობიერების გაზრდა, 12.82% ასახელებს, რომ არასოდეს ხდება მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით.
Print