ახალი ამბები
გორის პოლიციამ აფთიაქის გაქურდვის ფაქტზე 46 წლის მამაკაცი დააკავა
გორის პოლიციამ აფთიაქში ქურდობის ფაქტზე 46 წლის მამაკაცი დააკავა.

პროკურორ ბარბარე ჩხეიძის განცხადებით, აფთიაქიდან წაღებულია ელექტროჯაგრისი, რომლის საბაზრო ღირებულება 92 ლარს შეადგენს.

მისი ინფორმაციით, შემთხვევა იერუშალაიმის ქუჩაზე მდებარე დაწესებულებაში მოხდა.

ადვოკატმა დღევანდელ სხდომაზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი იხილებოდა, საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა.

წინასწარი პატიმრობის გამოყენების გარეშე, ბრალდებულს სასჯელის სახით 3 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრა.
Print