ახალი ამბები
მეჯვრისხევში უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებით გორის მერი დროულ რეაგირებას ითხოვს
,,მეტი ყურადღება დაეთმოს უნებართვო მშენებლობის გამოვლენისა და დროულად რეაგირების საკითხს.'' - წერია დასკვნაში, რომელიც გორის მერიის შიდა აუდიტმა მოამზადა.

დასკვნა 2024 წლის 4 იანვარს მომზადდა. ამჯერად, საბოლოო ვერსია გორის საკრებულოს გადაეგზავნა მოსაწონებლად.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ აუდიტმა გასულ წელს მეჯვრისხევის ადმინისტრაციული ერთეული და მისი წარმომადგენლობის საქმონობა შეამოწმა.

უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებით კონკრეტული მასალა არაა გასაჯაროებული, თუმცა, როგორც დოკუმენტშია მინიშნებული, მერიას პრეტენზიები აქვს ასეთი ფაქტების გამოვლენისას ადგილობრივი წარმომადგენლების მხრიდან დროულ რეაგირებას.

ამჯერად, მეჯვრისხევში გორის მერს წარმომადგენელი არა ჰყავს დანიშნული. მერიის ვებ-გვერდის მიხედვით, წარმომადგენლის მოვალეობას ვახტან რევაზიშვილი ასულებს.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ანგარიშის მიხედვით, წარმომადგენელი მოსახლეობასთან შეხვედრებზე, ბიუჯეტის განხილვასა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით არ ადგენდა შესაბამის დოკუმენტს, ოქმს, რათა შესაძლებელი გამხდარიყო ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ხალხის მოსაზრებებისა და მიღებული გადაწყვეტილებების სისტემაზაცია და დოკუმენტურად ასახვა.

მერის წარმომადგენლის ოფისში წერილები სპეციალისტებს შორის იერარქიულად არაა განაწილებული.

გასაწერია სამოქმედო გეგმა, სადაც გამოჩნდება განსახორციელებელი ყველა საქმიანობა ადგილის, პერიოდის და შემსრულებლის მითითებით.


Print