ახალი ამბები
თოვლმა და ქარმა გორში ხეები წააქცია
უხვმა ნალექმა თოვლის სახით გვიან ღამით პრობლემები შექმნა როგორც გზებზე, ასევე დააზიანა ელექტრო ენერგიის სადენები და რამდენიმე ლოკაციაზე წაიქცა ხეები.

გორის მერიის ცნობით, წაქცეული ხეების გატანა და გასუფთავება დილიდანვე მიმდინარეობდა. დაწყებულია დაზიანებული ელექტოსადენების აღდგენაც.

,,გორის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ცენტრალურ გზებზე მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი. გზის გაწმენდით სამუშაოებს გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები ახორციელებენ.'' - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.





 

Print