ახალი ამბები
ხაშურის ცენტრში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხაშურის ცენტრში. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.

შეჯახების შემდეგ, ერთ-ერთმა ავტომანქანამ სკვერის მიმართულებით იცვალა გეზი.

ხაშურის ტელევიზია ,,ივერიის'' ცნობით, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

Print