ახალი ამბები
ბრეძის სკოლას ქარმა სახურავი გადახადა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის საჯარო სკოლა სახურავის გარეშეა დარჩენილი.

5-6 თებერვლის სტიქიის დროს, ქარმა სოფელში მხოლოდ სკოლას გადახადა სახურავი.

სკოლის დირექტორმა გვითხრა, რომ იმ დღით სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო, რის გამოც, სკოლაც და სოფელიც უბედურებას გადარჩა.

ამჯერად, ბრეძის საჯარო სკოლის 31 მოსწავლე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძნენაულის საჯარო სკოლაში დადის.

,,მე ვფიქრობ, რომ სკოლა უკვე მთლიანად გამოსაცვლელია. სახურავი რომ აღადგინონ, მაინც საშიშია ამ შენობაში სწავლა. ფილები ცვივა, ჭერი და კედლები ერთმანეთს დაშორებულია. ჯერ კიდევ 90-იანებში მიწისძვრის დროს დაზიანდა ეს შენობა,'' - გვითხრა სკოლის დირექტორმა.

შენობა აშენებულია 1972 წელს, როგორც კოლმეურნეობის ადმინისტრაციული შენობა - კანტორა. 90-იან წლებში სასწავლო პროცესმა ძველი სკოლის შენობიდან ე.წ. კანტორის შენობაში გადაინაცვლა.

სახურავი, რომელიც ორი კვირის წინ, ქარმა გადახადა, გაკეთებული იყო 2010 წელს.
Print