ახალი ამბები
გორის პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცის ცემის ფაქტზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო
გორის რესტორან ,,ბერიკონში'' 20 წლამდე ასაკის ბიჭს სასტიკად სცემეს.

ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ნახევარი საათის განმავლობაში ელოდებოდა პასუხს, თუ რომელი კლინიკა მიიღებდა პაციენტს.

დაშავებულს დაზიანებები ძირითადად თავისა და სახის არეში აღენიშნებოდა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ პაციენტს გორის ჰოსპიტალი მიიღებდა.

რესტორან ,,ბერიკონში'' პოლიცია დაახლოებით 01:00 საათზე გამოიძახეს. კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს ადგილზე მხოლოდ რესტორნის თანამშრომლები დახვდნენ.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობდა.

 

Print