ახალი ამბები
სოფელ ზერტის 5 უბანში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა - გამოიყო 3,6 მლნ ლარი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, 2024 წელს, სასმელი წყლის ახალი სისტემა მოეწყობა.

ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3,6 მლნ ლარი გამოიყო.

პროექტის მიხედვით, სასმელი წყლით უზრუნვლყოფილი იქნება 5 უბანი.

მერიის ცნობით, სოფელში სულ 7 უბანია, დანარჩენ ორ უბანს წყალი მიეწოდება.

3,6 მლნ-იანი პროექტი ითვალისწინებს რეზერვუარის, შიდა ქსელების მოწყობას, ასევე გამრიცხველიანებას და ა.შ.


XX
Print