ახალი ამბები
გორი-ხიდისთავის მონაკვეთზე მატარებელი 34 წლის მამაკაცს დაეჯახა
გორი-ხიდისთავის მონაკვეთზე მატარებელი 34 წლის მამაკაცს დაეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და 2 პირთან ერთად ლიანდაგებზე მოძრაობდა.

,,ნათესავთან იყვნენ ძმები და მათი ბიძაშვილი. ლიანდაგზე მიდიოდნენ. მემანქანე ასიგნალებდა, ასიგნალებდა, მაგრამ ვერ გააგონა. როგორც ჩანს, ნასვამები იყვნენ. ორმა მოასწრო გადმოსვლა.'' - ამბობენ ხიდისთაველები.

დაღუპული მამაკაცი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისიდან იყო.

 

Print