ახალი ამბები
გორის სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე კი "ნეტგაზეთს" სწერს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა შეუძლებელია განხორციელდეს დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის გარეშე, ასეთ სისტემებს კი კეთილსინდისიერი მოსამართლეები ქმნიან, რომლებსაც საზოგადოების მაღალი ნდობა აქვთ.

მოსამართლე ლევან დარბაიძე აცხადებს, რომ როდესაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმება საქართველოს ევროპულ მომავალთან პირდაპირაა დაკავშირებული, პირადად მას ამის საწინააღმდეგო ვერაფერი ექნება და მზადაა თავადაც გაიაროს ამგვარი შემოწმება, თუ საჭიროება დადგება:

"ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ჩვენი ევროპული პერსპექტივა შეუძლებელია განხორციელდეს დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის გარეშე. ასეთი სისტემას კი ქმნიან პროფესიონალი და კეთელსინდისიერი მოსამართლეები, რომლებიც საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობენ.

კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი ის კრიტერიუმებია, რომლებსაც მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს არა მარტო თანამდებობაზე განწესებისას, არამედ მთელი სამოსამართლო საქმიანობის განმავლობაში. ამდენად, აღნიშნული კრიტერიუმების გადამოწმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს მოხდეს. საზოგადოებრივი ნდობა, ეს არის დემოკრატიული საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, რომელსაც მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს.

ამიტომ, მით უმეტეს, დღეს, როდესაც მოსამართლეთა კეთილსინისიერების გადამოწმება პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან, რა თქმა უნდა, პირადად მე არ შეიძლება, რაიმე საწინააღმდეგო მქონდეს. მე მზად ვარ გავიარო აღნიშნული შემოწმება, თუ ამის საჭიროება იქნება" ,— მისწერა ლევან დარბაიძემ "ნეტგაზეთს".


ვრცლად: ათამდე მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა
Print