Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Лaҵaрaмзa 2024 »»
п в с ч п с в
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ხურვალეთის საჯარო სკოლამ წაშალა პოსტი ,,მასლენიცას’’ ტრადიციის ჩატარების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი აღნიშნავს, რომ რუსული ენის პედაგოგის მიერ ჩატარებულ აქტივობის გამო, ბულინგის მსხვერპლნი გახდნენ. აქტივობა რუსული ტრადიციების გაცოცხლებას და ქართულ ტრადიციებთან მათ შედარებას ითვალისწინებდა. მასში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები. სოციალურ ქსელში კი ამას პროტესტი მოყვა.

ერთ-ერთი ბოლო აქტივობა 2024 წლის 4 მარტს ჩატარდა. ამ დღეს სკოლაში ,,მასლენიცას’’ ტრადიცია გააცოცხლეს. ტრადიციის შესახებ კი ფოტოები და ტექსტი სკოლის გვერდზე 14 მარტს გამოქვეყნდა, რომელიც დღეს უკვე წაშლილია.

,,მასლენიცას“ ტრადიციის გაცოცხლების იდეა რუსული ენის პედაგოგს ეკუთვნის. ჩვენ მოვიძიეთ სხვა აქტივობებიც. გასული წლის შემოდგომით, სკოლის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომლის მიხედვით ჩატარდა ღონისძება - ,,დვა ხრამა, დვე ისტორიი“ - ორი ეკლესია, ორი ისტორია. ამ ღონისძიებაზე ერთმანეთს შეადარეს რუსული და ქართული ეკლესიების ისტორია. თუმცა,შინაარსი ფოტოებით არ იკითხება.

დეკემბერში კი გორის უნივერსიტეტში ხურვალეთის სკოლის მოსწავლეების ნაწილმა, რუსული ენის პედაგოგის ჩართულობით, წარადგინეს თემა, თუ რომელ ქალაქში ისურვებდნენ წასვლას. პრეზენტაციის მიხედვით ჩანს, რომ ასეთი ქალაქია ტულა. მოსწავლეებმა რუსულ ენაზე ისაუბრეს რუსეთის ქალაქ ტულის, იქ არსებული ტრადიციებისა და კულტურის შესახებ.

რატომ ხედავენ საფრთხეს?

ხურვალეთის საჯარო სკოლა საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. სკოლის შენობა სოფლის განაპირას, სასაფლაოებთან ახლოსაა, სადაც რუსეთის სამხედროები ყოველდღიურად მოძრაობენ. სკოლის ეზოდან სამხედროები იმდენად ახლოს არიან ხოლმე, რომ წყნარ ამინდში მათი საუბარიც კი ისმის.

ამ სკოლის რუსული ენის მასწავლებლის მიერ ჩატარებული აქტივობა კრიტიკის ცეცხლში მოექცა. მასთან ერთად, სკოლის სხვა პედაგოგები და მოსწავლეები ბნელებად შერაცხეს. დისკუსია ღონისძიებების შინაარს გასცდა და რუსული ენის აკრძალვა მოითხოვეს.

როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი აცხადებს, სკოლამ რუსული ენა მეორე ენად აირჩია.

,,მეორე უცხო ენის მასწავლებელსაც ისევე მოეთხოვება სხვადასხვა აქტივობის განხორციელება ენის შესწავლის პროცესში, როგორც ნებისმიერ სხვა საგნის მასწავლებელს. ეს მეორე უცხო ენა ბევრ სკოლაში არის რუსული. სკოლები ამ აქტივობების შესახებ ინფორმაციებს დებენ ხოლმე თავიანთ გვერდებზე. გვებიჯება ეროვნულ თავმოყვარეობაზე და გვიჩნდება აგრესია, გასაგებია, მაგრამ მიდგომა როგორი გაქვთ, მაინტერესებს. ერთბაშად უნდა აიკრძალოს რუსულის სწავლება თუ ამ საგნის მასწავლებლებს აეკრძალოთ თავიანთი საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის გავრცელება.
რუსეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტია, ცალსახად და თვინიერ ყოველგვარი ცილობისა....“ - აღნიშნავს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

მისი განმარტებით, ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს ინგლისური ენის სწავლებას საჯარო სკოლის პირველი კლასის მეორე სემესტრიდან, ხოლო მეხუთე კლასიდან შემოდის მეორე უცხო ენა, რომელიც არის არჩევითი.

,,არაერთხელ დამიწერია, რომ მშობლები მეოთხე კლასის ბოლოს უნდა შეთანხმდნენ, სკოლის მხრიდან შეთავაზებული მინიმუმ ორი უცხო ენიდან რომელი უნდა ისწავლონ მათმა შვილებმა მომდევნო სასწავლო წლიდან.““ - დასძენს ნანა ტერმაკოზაშვილი.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე 67 საჯარო სკოლიდან მეორე უცხო ენა ყველგან, გარდა 5 სკოლისა, იყო რუსული. ამ ეტაპზე გერმანული ისწავლება მეორე უცხო ენად 21 საჯარო სკოლაში.

პროტესტი 4 მარტის აქტივობის გამო

სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ რუსული ენის პედაგოგის აქტივობა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს და სხვადასხვა ადამიანების მხრიდან გამოჩენილ აგრესიას შეურაცხყოფად აღიქვამენ.

აგრესიამ განსაკუთრებით თავი იჩინა 2024 წლის 4 მარტის აქტივობის შემდეგ. პოსტში ვკითხულობდით:

,,4 მარტს ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ყველიერის კვირას. რუსულად ყველიერის კვირას ეწოდება ,,მასლენიცა’’. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, შეადარეს ქართული და რუსული ტრადიცია. მოაწყვეს ნახატების გამოფენა, დაანთეს კოცონი და დაწვეს მასლენიცას საფრთხობელა, რაც სიმბოლურად ნიშნავს ზამთრის გაცილებას და გაზაფხულის დადგომას. პედაგოგი – რუსული ენის მასწავლებელი’’ - ეწერა პოსტში.

ეს პოსტი რამდენიმე დღის შემდეგ სქრინის სახით გაავრცელა რეჟისორმა სანდრო ელოშვილმა და იმედგაცრუებულია სოფელში არსებული განწყობით. რეჟისორი თავის პოსტში განმარტავს, რომ იგი ხშირად ჩადის ხურვალეთში საქველმოქმედო მიზნებით. მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ სხვა წარმოდგენას ქმნიდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით:

,,რაო? რომელი ტრადიცია სჯობსო? ბოდიშს გიხდით რომ გატყუებდით, თითქოს რაიმე განსაკუთრებული, შემართული, თავისუფლების მოყვარული განწყობები იყო ხურვალეთში, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდებოდა... გულით მინდოდა, თქვენთან ერთად, ეს ყველაფერი სხვანაირად, უფრო ლამაზად ყოფილიყო...’’ - დაწერა რეჟისორმა. 

რეჟისორის გულისტკივილს ასობით კომენტარი მოყვა. სკოლის გვერდის სქრინი ასევე გადაზიარდა სხვადასხვა გვერდებზე. უარყოფითი კომენტარები ნახეს როგორც უშუალოდ სოფელ ხურვალეთის, ასევე დევნილთა დასახლებებში მცხოვრებმა მოსწავლეებმა. დევნილთა დასახლებისა და სოფლის მოსწავლეები ერთად სწავლობენ.

ხურვალეთის სკოლის ერთ-ერთი წარმომადგენელი გვეუბნება, რომ სოციალურ ქსელში გადაზიარებულ სქრინებში ბავშვებიც ჩანან. ბავშვების ფოტოების კომენტარების ქვეშ კი სალანძღავი კომენტარები იწერება, რაც ბავშვებზე უარყოფითად მოქმედებს. რამდენიმე მოსწავლემ კომენტარებს კომენტარებითვე უპასუხა:

,,ჩვენ ამ სკოლაში ვსწავლობთ, დაგვიჯერეთ ჩვენზე მეტად არავინ იცის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩვენსავით თქვენ არ უყურებთ ყოველდღე რუსებს, შიშით. მხოლოდ იმას ხედავთ, რაც გინდათ, სინამდვილე კი ისაა, რომ მეორე უცხო ენად რუსულს ვსწავლობთ, რაკი ვსწვლობთ და პროექტებში ვიღებთ მონაწილეობას, არ ნიშნავს იმას, რომ ვიზიარებთ მათ ტრადიციებს. მასწავლებელიც გვასწავლის იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია,თქვენ რასაც გინდათ, იმას ხედავთ. აქეთ გვაბულინგებთ, რატომ სწავლობთ რუსულსო.“ - წერს ერთ-ერთი მოსწავლე.

ხურვალეთის სკოლა მსოფლიო საგანმანათლებლო რუკაზე

გასულ წელს, 2023 წლის ივნისში, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ერიკ ილესმა ხურვალეთის საჯარო სკოლას მწვანე ეკო დროშა გადასცა, რაც ნიშნავს, რომ სკოლის ეკოლოგიურმა კლუბმა ნამდვილად იშრომა იმისათვის, რომ საკუთარი პროექტებით, გარშემო მყოფებისათვის აემაღლებინა ცნობიერება და ეჩვენებინათ, რომ გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია.

" შვედეთში 1100 სკოლაა მწვანე დროშით დაჯილდოვებული და ბედნიერი ვარ, რომ საქართველოშიც ვაჯილდოვებთ სკოლებს მწვანე დროშით, რაც პირველად მოხდა. ასე, რომ ეს ნამდვილად დიდი დღეა."- ამბობს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი ერიკ იელსი.

2024 წლის 22 თებერვალს სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია და ვიდეომასალა, რომელიც გადაღებული იყო შვედეთის პრინცესას ვიზიტის დროს. ასევე ესაუბრნენ ადამიანის უფლებებზე და განუმარტეს მოსწავლეებს თუ რა წარმოადგენდა მათი მისიის ძირითად მიზანს. პრეზენტაციის ბოლოს კი სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს მოსწავლეებს.

2024 წლის 12 მარტს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ნახატთა კონკურსში თემაზე "ძლიერი/მისაბაძი ქალი" სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა და ამავე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ თინიკო ხუბულურმა II ადგილი დაიკავა, დაჯილდოვდა საპატიო სიგელით და საჩუქრებით.

სკოლის ადმინისტრაციის პოზიცია უცნობია

როგორც ხურვალეთის სკოლის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება სკოლის მიმართ, უსამართლოა, რადგან სკოლა ნამდვილად არ არის რუსეთის ან მისი ტრადიციების მეხოტბე, რაც გამოჩნდა კიდეც მოსწავლეების რეაქციით.

მისი განმარტებით, შესაძლებელია ღონისძიებების შინაარსის კორექტირება, მაგალითად, რუსულ ენაზე ბავშვებმა ისაუბრონ სხვა ღირებულებებზე, და არა ,,მასლენიცაზე“ და ქალაქ ტულაზე.

ამ ეტაპზე უცნობია სკოლის პოზიცია. თუმცა, იმის გამო, რომ 4 მარტის ღონისძიების ამსახველი ფოტო მასალა წაშლილია, ჩაითვალა, რომ შეცდომა იქნა დაშვებული. თუმცა, შევეცდებით სკოლის ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიციის მოპოვებას.

სკოლას ამჟამად ხელმძღვანელობს მოვალეობის შემსრულებელი.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.