ახალი ამბები
მიკროავტობუსი გადაბრუნდა ქარელი - აგარის მონაკვეთზე
დღეს დილით ავტობანზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა.

შემთხვევა ქარელი - აგარის მონაკვეთზე მოხდა. 

წინასწარი ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალება გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურს შეეჯახა და გადაბრუნდა. დაშავდა მგზავრი. მიკროავტობუსში სულ ორი ადამიანი იმყოფებოდა.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.
Print