ახალი ამბები
შლაგბაუმები ახალ ბაზარში, ავტოსადგურში, საავადმყოფოებში, პოლიკნილიკებში - პროტესტი გორში
გორის მოსახლეობის ნაწილი ახალი ბაზრის ტერიტორიაზე, ასევე პოლიკნილიკებისა და საავადმყოფოების ტერიტორიის შესასვლელებში განთავსებულ შლაგბაუმებს აპროტესტებს.

მათი განცხადებით, ეს ისეთი დაწესებულებებია, რომლითაც ასობით მოქალაქე ავტომანქანით ყოველდღიურად სარგებლობს. მიაჩნიათ, რომ ბაზარში, საავადმყოფოებში და მსგავს დაწესებულებებში მხოლოდ შესასვლელად თანხას არ უნდა იხდიდნენ.

სოციალურ ქსელში ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოყვა.

,,მარტო მე გამიჩდა პროტესტის გრძნობა იმაზე, რომ ავტოსადგურზე ან ბაზარის ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი გახადეს? ერთი პურის ყიდვა რომ გინდოდეს ადამიანს, ლარი უდა გადაიხადო. როგორც გავიგე, 6 სათზე ადრე თუ დაკეტავ მაღაზიას და წახვალ, ლარი უდა გადაიხადო ან სხვა მიზნით თუ გახვალ.'' - წერს მოქალაქე.

,,ისედაც ვერ ამუშავდა ეგ ბაზარი ნორმალურად და ეხლა უფრო იკლებს ხალხი. მე პირადად დღის მანძილზე შეიძლება ათჯერ შევიდე და გამოვიდე, რადგან მანდ ვმუშაობთ, გამოდის რომ ათი ლარი უნდა გადავიხადო? - წერს ბაზარში მომუშავე მოქალაქე.

,,საავადმყოფოში, კერძოდ გორმედში ფეხმოტეხილი, გალურჯებული რომ მიხვიდე, ჯერ უნდა გადმოხვიდე, ლარი ჩაგდო რომ გაგატარონ, დაყენო მანქანა და მერე უნდა მიხვიდე ექიმთან, ეს რაღაა ნეტა?''- აღნიშნავს ის ადამიანი, რომელსაც პრობლემა შეემთხვა კლინიკაში მისვლის დროს.

ყურადღების მიღმა არ დარჩა არც პოლიკნილიკის შესასვლელი:

,,ჭავჭავაძეზე პოლიკლინიკის ეზოში 2 ლარი ღირს შესვლა და თან 4 საათამდე უნდა გამოიყვანო მანქანა. ვისაც როგორ უსწორდება ისე შოულობს ფულს. მაგხელა ბაზარში როცა შედის ადამიანი, მითუმეტეს უკან გორგიაც აშენდა, სხვა გზა არ მიდის, ბაზრის გავლით უნდა მიხვიდე. მოკლედ კარგი გათვლაა'' - აღნიშნავს კიდევ ერთი მოქალაქე.

Print