მდინარე ტანას ხეობაში, ატენი-ბოშურის გზაზე ჩამოშლილია კლდის
ფენები.
ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, წვიმის
მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე ხევებიდან
წყალმოვარდნა.
,,უხვი ნალექიდან გამომდინარე, უმეტესად ატენი - ზემო ბოშურის გზის
მონაკვეთზე, ჩამოშლილია კლდის ფენები. გთხოვთ, აღნიშნულ მონაკვეთზე
გადაადგილებისას გამოიჩინოთ სიფრთხილე'' - აღნიშნულია სააგენტოს
განცხადებაში.