გორის მუნიციპალიტეტში 7 საბავშვო ბაღის შენობა ავარიული მდგომარეობის
გამო მდგრადობის შემოწმებას საჭიროებს. სიაშია ზეღდულეთის, რეხის,
ქიწნისის მეურნეობის, ატენის, სვენეთისა და გორის №10 ბაღები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობების მდგომარეობის შესწავლა.
რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა დაახლოებით 1,1 მილიონ ლარს შეადგენს,
საიდანაც მხოლოდ რეხის ბაღისთვის 500 ათასი ლარია საჭირო.
სვენეთის ბაღის მოწესრიგებას ადგილობრივი მოსახლეობა წლებია ითხოვს.
მათი თქმით, ყოველი წვიმისას შენობაში წყალი ჩადის, რაც
ქვეწარმავლების გამრავლებას იწვევს და ბავშვების უსაფრთხოებას
საფრთხეს უქმნის.
ფინანსების მოძიებისა და სამუშაოების დაწყების ვადები ამ ეტაპზე
უცნობია.