გორში, ჭავჭავაძის გამზირზე ეკვადორელი ინდიელები სუვენირებს
ჰყიდიან.
მუსიკის ფონზე ეგზოტიკურ ნაწარმს უამრავი მსურველი გამოუჩნდა.
ეკვადორი, ოფიციალურად ეკვადორის რესპუბლიკა (ესპ. República del
Ecuador – ითარგმნება როგორც „ეკვატორის რესპუბლიკა“) —
წარმომადგენლობითი დემოკრატიული წყობის რესპუბლიკა სამხრეთ
ამერიკაში.
ჩილესთან ერთად იგი სამხრეთ ამერიკის იმ ორ ქვეყანას მიეკუთვნება,
რომლებსაც საზღვარი არ აქვთ ბრაზილიასთან.
ეკვადორის ძირითადი სალაპარაკო ენაა ესპანური (მოსახლეობის 94%).
ოფიციალური ენის სტატუსი აქვს ასევე ადგილობრივ საზოგადოებათა ენებს —
კეჩუას, სუარს და სხვა 11 ენას.
დედაქალაქია კიტო, რომელიც 1970–იან წლებში იუნესკომ მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა, რადგან მას გააჩნია საუკეთესოდ
შემონახული და უმნიშვნელოდ შეცვლილი ისტორიული ცენტრი მთელს ლათინურ
ამერიკაში.