ხაშურში თუთუნის მაღაზია გაქურდეს
10:11 / 14.06.2019
ხაშურში რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე თუთუნის მაღაზია გაქურდეს.
შემთხვევა, წინასწარი ინფორმაციით, ღამით მოხდა. მაღაზიის მეპატრონემ გატეხილი მაღაზია დღეს დილით ნახა. წაღებულია თუთუნი.
გამოძიებას ხაშურის შს სამმართველოს თანამშრომლები აწარმოებენ.