საქართველოს შსს სამინისტროს წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ
წნელისთან მოწყობილი საგუშაგო არ დაშალეს.
ულტიმატუმის მიხედვით, საგუშაგო დღეს დილის 6 საათამდე უნდა
აეღოთ.
მოთხოვნა დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომსდგენელმა ეგორ ყოჩიევმა გუშინ
წამოაყენა. პირობა ერგნეთში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს
გააცნო.
წნელისის საგუშაგოსთან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი დავით
ქაცარავა იმყოფება. მისი ცნობით, ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ,
ჯერჯერობით სიმშვიდეა.