კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრობლებს გორის მერია აიძულებს ის
ნაგებობები დაშალონ, რითაც მაც საცხოვრებელი კოტეჯები აქვთ
შემოსაზღვრული.
ჩასახლებაში მერიის ზედამხედველობის წარმომადგენლები რამდენიმე დღის
წინ გამოჩნდნენ და ადგილობრივების ნაწილს დაჯარიმების მუქარით ღობეები
საკუთარი ხელით დააშლევინეს, ნაწილი კი მათ გამოჩენას ამ დრომდე შიშით
ელოდება.
გორის მერის მოადგილე აცხადებს, რომ საუბარია უკანონო ნაგებობებზე,
რომელიც მერიის საკმაოდ მსხვილი პროექტის განხორციელებას ხელს
უშლის.
ერასტი ელიჯარაშვილის თქმით, ნაგებობების ადგილზე საკანალიზაციო
მილებმა და სანიაღვრე არხებმა უნდა გაიაროს.