შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ეტაპის გამარჯვებული
ხაშურის მუნიციპალიტეტის გუნდი "დურუ" გახდა.
შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები მოყვარულთა ლიგაზე 10
გუნდით ასპარეზობდნენ.
გუნდებმა სულ 18 მატჩი გამართეს და გამარჯვებული ქულების მიხედვით
გამოვლინდა. ხაშურის „დურუ“-მ სულ 51 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე
გორის „მეჯვრისხევი“ 48 ქულით გავიდა ,ხოლო მესამე ადგილი ქარელის
„ფრონემ“ 45 ქულით დაიკავა.
მოყვარულთა ლიგა UEFA-ს ეგიდით ევროპის მასშტაბით ტარდება,
საქართველოში პროექტი ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭრით
ხორციელდება.
მოყვარულთა ლიგის რეგიონული ეტაპი მაისში დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით
415 გუნდი იბრძოდა რეგიონული ტიტულის მოსაპოვებლად.
ხაშურის „დურუ“ ასპარეზობას უკვე ზონალურ ტურნირზე გააგრძელებს, სადაც
ის 32 გუნდი იასპარეზებს, რომელებმაც რეგიონული ტურნირი მოიგეს.
საფეხბურთო მატჩები 16 ნოემბერს დაიწყება. გამარჯვებული გუნდი კი
ევროპაში გაემგზავრება ევროპის მოყვარულთა ლიგის ჩემპიონატზე.