გორის მერია ახალ წელს 120 ადამიანს პერსონალურად მიულოცავს
11:51 / 24.12.2019
გორის მერია 2020 წლის დადგომას პერსონალურად 120 ადამიანს მიულოცავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მერიის ადმინისტრაციაში მიიღეს.
შესყიდვების სამსახურის ცნობით, გორის მერი მისალოც ბარათებს გაუგზავნის 100 ქართველ, ხოლო 20 უცხოელ ადამიანს.