დღეს სოციალური ქსელებისა და ცალკეული მედიასაშუალებების მიერ
გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული
არჩევნების შედეგების პროცენტული მაჩვენებლების ჯამი აჭარბებს 100%-ს,
ტოვებს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობის შთაბეჭდილებას.
ამ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სამსახური
ავრცელებს.
ცესკოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ პროცენტული მაჩვენებლების
მეასედის სიზუსტით გამოქვეყნება ემსახურება მხოლოდ შედეგების მარტივ
აღქმას. შესაბამისად, მათი მექანიკური შეკრება არასწორი და
არაკორექტულია.
შეგახსენებთ, რამდენიმე ექსპერტმა ჯამურ პროცენტულ მაჩვენებლად 102%
გამოიყვანა.
,,ცესკოს შესაძლებლობა აქვს პროცენტული მაჩვენებლები დაინტერესებულ
პირებს შესთავაზოს მემილიონედის და მეტი სიზუსტით, რაც მექანიკური
დაჯამებით სპეკულირებას გამორიცხავს. მნიშვნელოვანია, რომ ვებ-გვერდზე
გამოქვეყნებული თითოეული სუბიექტის მიერ მიღებული ხმები სრული
სიზუსტით არის ასახული წინასწარ შედეგებში და საბოლოო შედეგებიც
სწორედ სუბიექტების მიერ მიღებული ხმების საფუძველზე დგინდება." -
აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.