ახალი ამბები
საშობაო მსვლელობა გორში (VIDEO)
17:24 / 07.01.2019
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გორის ქუჩებში ალილო მოეწყო. მრევლმა, სასულიერო და საერო პირებთან ერთად, მოქალაქეებს ქრისტეს შობა ახარეს.
მსვლელობა გორის საკათედრო ტაძართან დასრულდა, რის შემდეგ, მეუფე ანდრიამ ალილოს მონაწილეებიც დალოცა.