გორში, 26 მაისის სანაპიროდან საახალწლო ბაზრის ნარჩენები მდინარე
ლიახვში გადაყარეს. ამის ამსახველი ფოტოები qartli.ge-მ გადაიღო.
ყუთების, ბოთლების, პოლოეთილენის პარკების ნარჩენები რამდენიმე ათეულ
მეტრის მანძილზე, სანაპიროს გასწვრივ ყრია.
თავდაპირველად, ფაქტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ნარჩენები საახალწლო ბაზრობის პერიოდსა და
მის შემდეგ გადაყარეს.