გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, საკანალიზაციო ქსელი დაზიანდა. ამის
გამო წმინდაწყლის მთავარი მაგისტრალზე ფეკალური მასა მიედინება.
წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები ამ წუთებში დაზიანებულ კერას
ეძებენ.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მილში, სავარაუდოდ, ნარჩენები
გაიჭედა.