კასპის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ხანდაკსა და სადგურ მეტეხში
ხანძარია. ამის შესახებ qartli.ge-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში
განუცხადეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, ბალახი იწვის ხანდაკთან, ხოლო სადგურ
მეტეხთან, საერთო საცხოვრებელში პირველი სართულის ერთი ოთახი
დაიწვა.
,,ხანძარი ლოკალიზებულია, მეხანძრეებმა დროულად ჩააქრეს ცეცხლი და
კორპუსის სხვა ბინებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს" -
განუცხადა qartli.ge-ს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.
მეტეხის დასახლებაში მცხოვრებნი ამბობენ, რომ ბინა, სადაც ცეცხლი
გაჩნდა, მარტოხელა კაცი ცხოვრობს. მეტეხის წარმომადგენელი შემთხვევის
ადგილზე იმყოფება. ზარალის ანაზღაურების საკითხს კასპის მერიაში
შეისწავლიან.
ბინაში ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროსადენებიდან გაჩნდა.