ატენში ახალ მილებს ამონტაჟებენ, თუმცა სათავეში წყალი დაიკარგა
11:52 / 25.02.2019
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სასმელი წყლის
სისტემის რეაბილიტაცია კვლავ მიმდინარეობს. რეპორტაჟში ნახავთ, რომ
3-წლიანი მუშაობის შემდეგ, მილებს ამჟამად გარდატენში
ამონტაჟებენ.
ატენში 10-მდე უბანია. აქედან, ნაწილს დღეგამოშვებით, ნაწილს კი,
საერთოდ არ მიეწოდება. მაგალითად, გარდატენში ერთი საუბნო ონკანით 145
ოჯახი სარგებლობს. ატენელები ამბობენ, რომ სათავეში, რომელსაც
,,ჩირახის წყალს" უწოდებენ, გრუნტის წყალი დაიკარგა.