გორის მერია და საკრებულო ახალ პროგრამას ამტკიცებს, რომელიც კულტურის
ძეგლთა მოვლა-შენახვას და ახალი კერების აშენებას გულისხმობს. ამის
შესახებ qartli.ge-ს საკრებულოდან აცნობეს.
ახალი პროგრამა ეხება ყველა რელიგიურ ორგანიზაციას. ჯამში გორის
ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყო.
პროგრამა გულისხმობს გორის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული
მემკვიდრეობის, ძეგლთა მოვლა-შენახვის, ისტორიული მნიშვნელობის
ტაძრებისა და რელიგიური კერების აღდგენა - რეაბილიტაციასა და გორის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი რელიგიური კერების მშენებლობის
ხელშეწყობას.
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების სავარაუდო ჩამონათვალი
ასეთია:
1. ისტორიული ძეგლების თაობაზე საინფორმაციო მასალის გამოშვება.
2. გორის მუნიციპალიტეტში არსებული საეკლესიო საგანძურის, ისტორიული
მნიშვნელობის ტაძრების და რელიგიური კერების აღდგენა -
რეაბილიტაცისათვის მოსამზადებელი პროექტების დაფინანსება.
3. გორის მუნიციპალიტეტში არსებული საეკლესიო საგანძურის, ისტორიული
მნიშვნელობის ტაძრების და რელიგიური კერების აღდგენა, რეაბილიტაცია,
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი რელიგიური კერების
მშენებლობისთვის რელიგიური დაწესებულებების ფინანსური დახმარება.