კასპის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე დაჭრეს. მოზარდს ჭრილობა,
წინასწარი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიაყენეს.
დაჭრის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2-ი ავრცელებს. მშობლებისთვის
კონფლიქტის მიზეზი, უცნობია.
ბრალდებულის სახით დაკავებულია მოზარდის თანაკლასელი,
ხოლო გამოძიებას კასპის შს
სამმართველო აწარმოებს.
სკოლის ადმინისტრაცია ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ
ინიციდენტი სწავლის დაწყებამდე მოხდა, რომელიც საკლასო ოთახში დაიწყო.