ახალი ამბები
გორის თეატრში დედის დღეს წარადგენენ სპექტაკლს ,,ფანჯრებს იქით"
3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, ერისთავის სახელობის თეატრის მცირე დარბაზში, წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ფანჯრებს იქით".

ამის შესახებ qartli.ge-ს თეატრის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

რეჟისორია ნათია მაკრახიძე, ხოლო პიესის ავტორია თ.ბაძაღუა. მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ჯაზ პროგრესივ ბენდს "კანუდოსი".

მონოსპექტაკლში მონაწილეობს მსახიობი ლიკა კევლიშვილი. სპექტაკლის ჩვენება 19 საათზე დაიწყება.
Print