ახალი ამბები
ლიბიიდან დავით რაზმაძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს
ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე საქართველოში ჩამოასვენეს.

ოჯახის წევრები და ახლობლები ამ პროცესს 2 თვის განმავლობაში ელოდებოდნენ.

დავით რაზმაძე იანვარში გარდაცვლილი იპოვეს, მისი ცხედარი ნავსადგურში აღმოაჩინეს.

ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ 23 წლის ახალგაზრდა მოკლულია.

არსებულ კითხვებზე საბოლოო პასუხი ექსპერტიზამ უნდა გასცეს.

Print