ახალი ამბები
დაზარალებულის ცნობით გორში მანქანიდან სუნამოები მოიპარეს
გორში კომბინატის დასახლებაში მანქანა გაძარცვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაზარალებული წერს.

შემთხვევა კომბინატის დასახლებაში, წუხელ, მოხდა. შსს-ს ცნობით, ქურდობის ფაქტზე გამოძიება დაწყებული არაა, რადგან შეტყობინება არ შესულა.

დაზარალებულის განმარტებით, დაუდგენელმა პირმა მანქანაში სავარაუდოდ საბარგულიდან შეაღწია, დაკარგულია სუნამოები და სელფის ჯოხი. მეპატრონე აცხადებს, რომ მანქანა დაკეტილი იყო.

Print