შსს: ,,ბავშვის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დილით მივიღეთ"
შს სამინისტრო აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომლები გორში 15-წლის
მოზარდს ეძებენ. ამის შესახებ qartli.ge-ს პრეს-სამსახურში
განუცხადეს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ბავშვის გაუჩინარებასთან
დაკავშირებით, პოლიციამ ინფორმაცია დღეს დილით მიიღო.
შეგახსენებთ, მეორე დღეა გორში ოჯახის წევრები და ახლობლები მოზარდს
ეძებენ. ბიჭი შუადღეს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა.