ახალი ამბები
გორში ბინიდან ოქროულობა და 3 ათასი ლარი მოიპარეს
გორში მოქალაქე იმ დროს გაქურდეს, როდესაც ოჯახის წევრები სარვამარტო დღესასწაულზე ახლობლებთან იყვნენ წასულები.

ჯერჯერობით, დაუდგენელმა პირმა ბინაში კარიდან შეაღწია. წაღებულია ოქროულობა და ფულადი თანხა 3 ათასი ლარის ოდენობით.

ოჯახის ახლობლის ცნობით, ინფორმაცია ბინაში, პატრონების არყოფნის შესახებ, ქურდებისთვის წინასწარ იყო ცნობილი.

მოქალაქემ განცხადებით პოლიციას უკვე მიმართა. გორის შს სამმართველოში გამოძიება ქურდობის მუხლით მინდინარეობს.
Print