აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი
საკუთარი დიზაინით მოაწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, ქვის ფირფიტებზე დააწერეს
დაღუპულთა სახელი და გვარები. შემდეგ კი, ამ ფირფიტებით ერთიანი
სახლის კონსტრუქცია შეკრეს.