ახალი ამბები
გორის სოფელ თედოწმინდაში აზერბაიჯანის ელჩი ჩავიდა
სოფელში, სადაც ეთნიკურ აზერბაიჯანელებს საქონელს სისტემატიურად პარავენ, გუშინ დელეგაცია ესტუმრა. აზერბაიჯანის ელჩი, გორის მერთან ერთად, ადგილობრივებს შეხვდა.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, თედოწმინდელებთან შეხვედრაზე იმ პროექტების შესახებ, რომლის განხორციელება დაგეგმილია:

,,მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, გარე განათების სანათების დამატება მიმდინარეობს და პროექტი უახლოეს პერიოდში დასრულდება. მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შემოღობება სასაფლაო." - აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

2019 წელს თედოწმინდაში დაწყებითი სკოლის ახალი შენობაც აშენდება. თედოწმინდაში უკვე დასრულდა გაზიფიცირება, მოწესრიგებულია სასმელი წყლის პრობლემა, ეტაპობრივად იწმინდება შიდა სარწყავი არხები.

შეხვედრის შესახებ მედიის წარმომადგენლებს არ აცნობეს.
Print