თრეხვის ეკლესიიდან ჯვრის დაკარგვის თაობაზე შეტყობინება პოლიციაში არ შესულა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თრეხვის ეკლესიიდან ჯვრის დაკარგვის
ფაქტს შსს არ ადასტურებს. ამის შესახებ სამინისტროს პრეს-სამსახური
qartli.ge-ს ესაუბრა.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პოლიციის თანამშრომლები
ეკლესიის წარმომადგენლებს ესაუბრნენ, რომლებმაც ფაქტის შესახებ, რაიმე
ინფორმაცია უარყვეს.
ერთ-ერთი სააგენტოს ცნობით, თრეხვში, წმინდა ევგერის სახელობის
ეკლესიიდან ჯვარი და მღვდლის სამოსი მოიპარეს.
ქურდობის ფაქტის შესახებ არ სმენია სოფელ ზემო ხვედურეთის თემის
წარმომადგენელსაც. თრეხვი ზემო ხვედურეთის თემში შედის.