ახალი ამბები
გორში ,,უკვდავი პოლკისა" და სტალინური საზოგადოების აქციის მონაწილეთა რაოდენობა
გორში, 9 მაისს, სტალინური საზოგადოებისა და ,,უკვდავი პოლკის" წევრებმა საბჭოთა ბელადის მუზეუმიდან მთავარ მოედნამდე მსვლელობა მოაწყეს. აქციის წევრები ბელადის ძეგლის აღდგენას ითხოვენ.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად სტალინისტები თავდაპირველად ბელადის სახლ-მუზეუმის ეზოში შეიკრიბნენ. დილის 10 საათზე ჩანიშნული შეხვედრა შუადღეს 14 საათზე გაიმართა. ,,უკვდავი პოლკის" წევრები აცხადებენ, რომ ორგანიზატორთა დიდი ნაწილი, დღეს, თბილისში, ვაკის პარკში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

Print