ახალი ამბები
საპატრიარქოს ფონდი ,,ლაზარე“ ქართულ-ოსური კონფლიქტის თემაზე გორში სემინარს ჩაატარებს
16 მაისს, 14:00 საათზე, გორის უნივერსიტეტრის სტუდენტებისთვის, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს" ორგანიზებით,  სემინარი ჩატარდება.

ამის შესახებ ინფორმაცია qartli.ge-ს გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პრესსამსახურის ცნობით, სემინარის ფარგლებში მოწვეული ექსპერტები, ახალგაზრდებს გააცნობენ ქართულ - ოსური კონფლიქტის ძირითად ასპექტებს, იმსჯელებენ მასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ახალგაზრდების როლზე კონფლიქტის მოგვარების პროცესში.

ფონდი ,,ლაზარე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,ქართულ - ოსური სამშვიდობო ინიციატივა“.

აღნიშნული პროექტი მოიცავს სემინარებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო უნივერსიტეტებში. სემინარზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ 1994 წლის 1 აპრილს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით დაარსდა როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქველმოქმედო ცენტრი და მიზნად ისახავს საზოგადოების სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, თანაცხოვრებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას.

Print